ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ

1. ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2019 წლის 20 მარტიდან ვწყვეტ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებას.]

2. ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 48-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები, დარჩენილი ვადით, გადაეცემა ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს ყაზახეთის მოსახლეობისთვის ფიცის დადების მომენტიდან.

3. ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით, 2019 წლის 20 მარტს 12:00 საათზე ჩატარდეს ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის პალატების ერთობლივ სხდომაზე ყაზახეთის რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტის მიერ ყაზახეთის მოსახლეობისთვის ფიცის დადების ცერემონია.

4. ეს ბრძანებულება ამოქმქდდეს გამოქვეყნებისთანავე.

პყაზახეთის რესპუბლიკის რეზიდენტი ნ.ნაზარბაევი

ასტანა, აკორდა, 2019 წლის 19 მარტი

#885

Created at : 19.03.2019, 19:00, Updated at : 19.03.2019, 19:00