ყაზახეთის ვიზის მიღების წესები

ყაზახეთის ვიზის მიღების წესები

2016 წლის 23 დეკემბრის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის #838 დადგენილების „2012 წლის 21 იანვრის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის #148 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე „ყაზახეთის რესპუბლიკაში იმიგრანტების შესვლის და ყოფნის, ასევე მათი ყაზახეთის რესპუბლიკიდან გამოსვლის წესების და მიგრაციული კონტროლის განხორციელების წესების, ასევე, უცხოელების და ყაზახეთის რესპუბლიკის საზღვრების არაკანონიერად გადმომკვეთი, ყაზახეთის ტერიტორიაზე არაკანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირთა აღრიცხვის, ასევე ყაზახეთის ტერიტორიაზე ყოფნის აკრძალვის მქონე პირთა ყოფნის წესების დამტკიცების თაობაზე“ მიხედვით, ქვემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები შემოდიან და გადიან ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზების გარეშე, თუ მათი ყოფნის პერიოდი ყაზახეთის რესპუბლიკაში არ აღემატება ოცდაათ კალენდარულ დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან:

1. ავსტრალიის კავშირი

2. ავსტრიის რესპუბლიკა

3. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

4. უნგრეთი

5. ისრაელის სახელმწიფო

6. საბერძნეთის რესპუბლიკა

7. იტალიის რესპუბლიკა

8. კანადა

9. მონაკოს სამთავრო

10. ბელგიის სამეფო

11. დანიის სამეფო

12. ესპანეთის სამეფო

13. ნიდერლანდების სამეფო

14. ნორვეგიის სამეფო

15. შვედეთის სამეფო

16. ლატვიის რესპუბლიკა

17. ლიტვის რესპუბლიკა

18. მალაიზია

19. მალტის რესპუბლიკა

20. მექსიკის შეერთებული შტატები

21. ახალი ზელანდია

22. არაბეთის გაერთიანებული საემიროები

23. პორტუგალიის რესპუბლიკა

24. ბულგრეთის რესპუბლიკა

25. ირლანდიის რესპუბლიკა

26. ისლანდიის რესპუბლიკა

27. კვიპროსის რესპუბლიკა

28. კორეის რესპუბლიკა

29. პოლონეთის რესპუბლიკა

30. სინგაპურის რესპუბლიკა

31. სლოვენიის რესპუბლიკა

32. ხორვატიის რესპუბლიკა

33. ჩილეს რესპუბლიკა

34. რუმინეთი

35. სლოვაკეთის რესპუბლიკა

36. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

37. ამერიკის შეერტებული შტატები

38. თურქეთის რესპუბლიკა

39. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

40. ფინეთის რესპუბლიკა

41. საფრანგეთის რესპუბლიკა

42. ჩეხეთის რესპუბლიკა

43. შვეიცარიის კონფედერაცია

44. ესტონეთის რესპუბლიკა

45. იაპონია

ასევე გაცნობებთ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოები ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქმიანი მიზნებით ოცდაათ კალენდარულ დღეზე მეტი ხნით ყოფნის გაგრძელების თაობაზე განაცხადის გაკეთებისას, ახორციელებს ერთჯერადი ვიზების გაცემას, კატეგორიით „საქმიანი“, ოცდაათი კალენდარული დღის ვადით.

ქვეყნების სია, რომელთაც ყაზახეთის რესპუბლიკასთან გააჩნიათ უვიზო მიმოსვლის შეთანხმება (იხილეთ ბმული - http://mfa.gov.kz/index.php/ru/kuku1uk14uu14 )

ყაზახეთის რესპუბლიკის ვიზების გაცემის წესები (იხილეთ ბმული - http://mfa.gov.kz/index.php/ru/pravila-polucheniya-viz-rk)

ყველა კატეგორიის ვიზის გაფორმების ვადა შეადგენს 5 სამუშაო დღეს.

სამუშაო რეჟიმი:

მიღების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. დოკუმენტების მიღების დრო 10:30 საათიდან 12:30 საათამდე.

არასამუშაო დღეები: შაბათი, კვირა და ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დღესასწაულები.

ყაზახეთის რესპუბლიკის სახემწიფო დღესასწაულები

იმ შემთხვევაში, თუ დღესასწაული დაემთხვა უქმეებს, უქმედ ითვლება ასევე დღესასწაულის მომდევნო სამუშაო დღე.

ყაზახეთის რესპუბლიკის ოფიციალურად დადგენილი სახელმწიფო და ეროვნული დღესასწაულები:

1, 2 იანვარი - სახელმწიფო დღესასწაული ახალი წელი

7 იანვარი - მაცხოვრის შობა

8 მარტი - სახელმწიფო დღესასწაული, ქალთა საერთაშორისო დღე

21, 22, 23 მარტი - სახელმწიფო დღესასწაული, ნაურიზ მეირამი

1 მაისი - სახელმწიფო დღესასწაული, ყაზახეთის ხალხის ერთიანობის დღესასწაული

7 მაისი - სამშობლოს დამცველთა დღე

9 მაისი - სახელმწიფო დღესასწაული, გამარჯვების დღე

6 ივლისი - სახელმწიფო დღესასწაული დედაქალაქის დღე

30 აგვისტო - სახელმწიფო დღესასწაული, კონსტიტუციის დღე

1 დეკემბერი - ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის დღე

16-17 დეკემბერი - ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე

ყაზახეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოელი მოქალაქეები ვალდებული არიან ყაზახეთში ჩამოსვლისთანავე დარეგისტრირდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში 5 დღის მანძილზე. ურთიერთგების საერთაშორისო პრინციპის საფუძველზე (ორი სახელმწიფოს მოქალაქეთათვის თანაბარი პირობების ურთიერთ შეთავაზება ვიზების გაფორმებისას), იაპონიის მოქალაქეები გათავისუფლებული არიან საკონსულო მოსაკრებლისაგან, აშშ-ს მოქალაქეებისათვის დადგენილია საკონსულო მოსაკრებლის განსხვავებული ტარიფები (მოსაკრებლის რაოდენობა უნდა გადამოწმდეს ვიზაზე საბუთების ჩაბარებისას).

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ: 2001 წლის 12 ივნისის ყაზახეთის რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსის 514-ე მუხლის № 209-II თანახმად, საკონსულო მოსაკრებელი უკან არ ანაზღაურდება. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკში, საბუთების ჩაბარების შემდეგ.
Created at : 18.03.2017, 17:10, Updated at : 20.02.2019, 17:00