2019 წლის 12-18 მაისი - V საერთაშორისო ფესტივალი - კონკურსი „Astana Piano Passion"


ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ 2019 წლის 12-18 მაისს ქ.ნურ-სულტანში გაიმართება V საერთაშორისო ფესტივალი - კონკურსი „Astana Piano Passion“.

ახალგაზრდა პიანისტთა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი „Astana Piano Passion“ ტარდება ქ.ნურ-სულტანის აკიმატისა და ყაზახეთის რეპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსის ჟიურის სამხატვრო ხელმძღვანელი და საპატიო თავმჯდომარე - რუსეთის სახალხო არტისტი დენის მაცუევი.

2013 წელს გაიმართა სადებიუტო ფესტივალი-კონკურსი. წლების განმავლობაში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 300-ზე მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ გამოავლინა თავისი ოსტატობა.

მონაწილეთა წარმოდგენებს აფასებს ავტორიტეტული საერთაშორისო ჟიური. კონკურსის ყველა ღონისძიება გადის პირდაპირი ეთერით. წლების განმავლობაში, ფესტივალს „Astana Piano Passion" მთელს მსოფლიოში 500 ათასზე მეტმა მაყურებელმა ადევნა თავალი.

„Astana Piano Passion" ფინალისტებს ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, იაპონიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეიდან, დანიიდან, იტალიიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, სინგაპურიდან და ჩინეთიდან, და ასევე სხვა ქვეყნებიდან მიეცათ გამოსვლის შესაძლებლობა ქ.ნურ-სულტანის საუკეთესო საკონცერტო დარბაზების სცენაზე თეართ „ასტანა ოპერა“-ს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლიდან პიანისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 60 000 აშშ დოლარს. ასევე დაჯილდოვდებიან პედაგოგები, რომელთა მოსწავლეები აიღებენ საპრიზო ადგილებს უმცროს (10 წლამდე), შუა (11-14 წელი) და მოზრდილების (15-18 წლის) ასაკობრივი ჯგუფებში. ახალგაზრდა პიანისტების კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: შესარჩევი ტური (ვიდეო მასალის მიხედვით), პირველი ტური (სოლო პროგრამა), მეორე ტური (კონცერტი ორკესტრის თანხლებით).

დეტალური ინფორმაცია მონაწილეობის პირობების შესახებ ვებ-გვერდზე www.astana-app.com.
Created at : 24.12.2018, 09:00, Updated at : 4.04.2019, 09:00