ორმხრივი ურთიერთობები

ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობები

(ცნობა)

ყაზახეთის და საქართველოს რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 ივლის დამყარდა.

ქალაქ ალმათში 1992 წელსგაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელიც 2003 წელს გადავიდა ქალაქ ასტანაში.

ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო 1996 წელს ერთდროულად გაიხსნა, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს რესპუბლიკებში.

2013 წლის 3 აპრილს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩად საქართველოში დაინიშნა ე. ერტისბაევი პრეზიდენტი ნ. ნაზარბაევის ბრძანებით.

2013 წლის ზაფხულიდან საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში არის ზურაბ პატარაძე.

ორ სახელმწიფოს შორის კავშირს ამყარებს ქვეყნებს შორის არსებული უვიზო რეჟიმი.

დღესდღეობით ყაზახეთის და საქართველოს დედაქალაქებს შორის ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს 1993 წლის 1 ივნისს პრეზიდენტების ნ.ნაზარბაევის და ე. შევარდნაძის ხელმოწერილი შეთანხმება.

ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უმაღლესი დონის ვიზიტებს:პრეზიდენტი ნ. ნაზარბაევი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში 2005 წლის 2-4 ოქტომბერს.

ზემოთ აღნიშნული შეხვედრების შედეგად საქართველოში მოღვაწეობა დაიწყეს ისეთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიებმა, როგორიცაა: „ყაზტრანსგაზი“, „ყაზმუნაიგაზი“, „ყაზტრანსოილი“, „რომპეტროლი“, შვილობილიბანკი „ხალიკ ბანკი“

მხარეებმა წლების განმავლობაში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელეს სხვადასხვა დონის ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები.

აღსანიშნავია, რომ გრძელდება ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების დამყარება, რაც გამოიხატა 2014 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში.

2016 წლის იანვარში ქ. დავოსში (შვეიცარია) საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში შედგა ყაზახეთის პრემიერ-მინიტრიკ. მასიმოვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილის შეხვედრა, რომლის შედეგად შეიქმნა ორმხრივი ურთიერთობის სამუშაო ჯგუფი.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელებისთვის, 2016 წლის თებერვალში საქართველოს ესტუმრა დელეგაცია პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის ბ. საგინტაევის ხელმძღვანელობით.

2016 წელს ასტანაში შედგა ორმხრივიმთავრობათშორისი სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობის კომისიის მორიგი სხდომა.

კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოცხადდა, რომ საქართველო საკუთარი პავილიონით წარსდგება საერთაშორისო, სპეციალიზირებულ გამოფენაზე „ექსპო-2017“, რომელიც ქ. ასტანაში ჩატარდება.

მხარეებმა შექმნეს სოლიდური სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეადგენს 72 სახელმწიფოთაშორისო, მთავრობათაშორისო და უწყებათაშორისო დოკუმენტს.

2006 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარდა კულტურის ფესტივალი „გზაჯვარედინი: ყაზახეთი-საქართველო“. ფესტივალი მოცავდა ფილმ „მომთაბარე“-ს ჩვენებას, ფოტოგამოფენას , კონცერტს და მიუზიკლ „ ყიზ-ჟიბექი“-ს პრემიერას.

2007 წლის 1-5 ივლის ქ. ასტანაში ჩატარდა „ქართული კულტურის დღეები“. საქართველოს 170 კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქ. თბილისსი მერი გ. უგულავა.

2008 წლის სექტემბერში„ბითიეი ბანკის“ სახსრებით განხორციელდა ი.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმუს გახსნა წინანდალში.

დღესდღეობისთ მიმდინარეობს ყაზახი პოლიტიკოსის და პუბლიცისტის მუსტაფა შოკაის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდის შესწავლა (1919 - 1921 წწ თბილისი/ბათუმში).

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რეგიონალურკავშირებს, კერძოდ, ასტანა -თბილისი, აღმოსავლეთი ყაზახეთის ოლქი - მცხეთა-მთიანეთი, მანგისთაუს ოლქი - აჭარა და სხვა.

გარემოს, სპორტის, კულტურის სამინისტროების შორისდამყარებულია კონტაქტები.

2011 წლის მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ახორციელებს რეგულარულ ფრენებს ალმათი-თბილისი-ალმათის მიმართულებით (კვირაში 5-ჯერ), ავიაკომპანია „სკატი“ სამჯერ კვირაში ახორციელებს ფრენებს აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით. 2015 წლიდან ხორციელედება ფრენა ასტანა - თბილისი (2-ჯერ კვირაში).

2017 წელს თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაიზრდება, მათ შორის გაიხსნება ზაფხულის სეზონური ფრენები ბათუმში.

2012 წელს საქართველომ და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.

ქ. ასტანაში ჩატარდაფეხბურთში ამხანაგური მატჩი ყაზახეთის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შორის2014 წლის 14 აგვისტოს.

2015 წელს თბილისში და ბათუმში ჩატარდა ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ერის ლიდერის ფონდის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „უცნობი ყაზახეთი“.

საბაჟო სტატისტიკის მონაცემებით, 2016 წლის საქონელბრუნვის მოცულობამ ყაზახეთის და საქართველოსრესპუბლიკებს შორის შეადგინა 62,1 მილიონი აშშ დოლარი, რაც 8% ნაკლებია 2015 წლის ანოლოგიურ მაჩვენებელთან (67,1 მილიონი აშშ დოლარი).

ყაზახეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ეკსპორტის ძირითადი წყაროებია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბრტყელი ნაგლინი, მაკარონის ნაწარმი, და საქართველოდან ყაზახეთის რესპუბლიკაში - თხილი, მინერალური წყალი, ღვინო, შავი ლითონის მილები, მედიკამენტები.

2017 წლის მარტი

Created at : 6.11.2016, 18:50, Updated at : 4.01.2019, 10:00