04.04.2019 ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია ყაზახეთში შექმნის სელექციურ-ჰიბრიდულ ცენტრს

ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია AGCO ყაზახეთის კომპანიასთან პარტნიორობით პავლოდარის ოლქში ააშენებსთანამედროვე სელექციურ-ჰიბრიდულ, კომბინირებულისაკვებისქარხანას.

სელექციურ-ჰიბრიდული ცენტრისპროექტი, 1250 დედა ღორით, გათვლილია 20 ათას ადგილზე. ინვესტიციათასაერთო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 32 მილიონ დოლარს. დაგეგმილია, რომ გამოყვანილი ცხოველების რეალიზაციის ძირითადი ბაზარი იქნება ყაზახეთის ფერმერები, რომლებიც ადრე ანალოგიურ პროდუქციას დანიიდან და კანადიდან იძენდნენ.

პროექტის განხორციელების შესაძლებლობის კრიტერიუმებს შორისაა ადგილობრივი პარტნიორის მიზიდვა. შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენპავლოდარის ოლქისაკიმი ბულატ ბაკაუოვი და სს "НК «Kazakh Invest"-ის მმართველობის თავმჯდომარე საფარბეკ ტუაკბაევი , შემოთავაზებულ იქნა ქვეყანაში ღორის ხორცის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, კომპანია „რუბიკომის“ მოზიდვის ვარიანტების განხილვა.

"ადრე ჩვენ ვმუშაობდით ამ კომპანიასთან სხვა პროექტებზე. მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენი კიდევ ერთხელ დაკავშირება გადაწყვიტა სწორედKazakh Invest-მა . თუ ჩვენ შევთანხმდებითთანამშრომლობაზე, ეს იქნება უზარმაზარი ეფექტიარა მარტო ჩვენთვის, არამედყაზახეთის ყველა მეღორისთვის. პირველ რიგში, დიდ დადებით ეფექტსმოგვცემს ამერიკელი კოლეგების კავშირები ჩინეთთან. გაიხსნება დიდი ბაზარი. ხოლო სელექციურიცენტრის წარმოშობა უზრუნველყოფსგენეტიკურად მაღალხარისხოვანი დედა ღორებისწარმოებას, რის მიღევასაცწარუმატებლად ცდილობენ ჩვენი ბიზნესმენები. თავის მხრივ, ეს გაზრდის ყაზახეთის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ", -აღნიშნა კომპანია „რუბიკომის“ მმართველმა პარტნიორმა ოლეგ ბეზვერხოვმა.

Kazakh Invest-ში ინვესტორს ასევე მიეწოდა ინფორმაცია მთავრობის მხარდაჭერის შესახებ. ამდენად, Kazakh Invest რომელიც ქვეყნის მთავრობის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების მომსახურებისსრულ სპექტრს, მათ შორის რეგისტრაციას, რეალიზაციისთვის საჭირო სხვადასხვა ნებართვებისა დადამტკიცებების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ კორპორაცია AGCO არის სოფლის მეურნეობის აღჭურვილობის წამყვანი საერთაშორისომწარმოებელი, მათ შორის, ტრაქტორების, კომბაინების, სათიბების, საკვების დამამზადებელი და ნიადაგის დამამუშავებელი დანადგარების, რომლებიც ვრცელდება 3000 დამოუკიდებელი დილერისა და დისტრიბუტორის მეშვეობით მსოფლიოს 140 ქვეყანაში.

წყარო: www.invest.gov.kz

Created at : 4.04.2019, 18:00, Updated at : 4.04.2019, 18:00