საქართველოში ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

თბილისში გაიმართა ოფიციალური მიღება ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის წევრები და ოფიციალური პირები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ასევე საქართველოში მოქმედი ყაზახური კომპანიების თანამშრომლები.

თავის გამოსვლაში, ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბაურჟან მუხამეჯანოვმა, აღნიშნა ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის უცვლელობა, დაფუძნებული კეთილმეზობლურ, ინტერესების ურთიერთპატივისცემისა დათანამშრომლობის, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებზე. ”ყაზახეთი ყოველთვის იყო და რჩება ინტეგრაციის იდეის აქტიურ გამტარებლად და საერთაშორისო პროექტების მნიშვნელოვან მონაწილედ, მიმართული ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისკენ” - აღნიშნა დიპლომატმა.

”ნება მომეცით ვისარგებლო შესაძლებლობით და გულითადად მივულოცო ყაზახეთის მეგობრულ ხალხს და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას ასეთი მნიშვნელოვანი დღე” - განაცხადა მიღებაზე მთავარმა სტუმარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

„ჩვენ გულწრფელად გვიხარია ყაზახეთის, მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც მან ხანმოკლე პერიოდში მიაღწია პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მეთაურობით. მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში, მისი სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში და ყაზახეთის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიცხვში შესვლაში. ამიტომ სიმბოლურია, ისიც, რომ ყაზახეთის დედაქალაქს პირველი პრეზიდენტის და მისი დამაარსებლისსახელი მიენიჭა“ - აღნიშნა ქართველმა დიპლომატმა.

Created at : 6.12.2019, 15:00, Updated at : 6.12.2019, 15:00