ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განმტკიცება ყაზახეთსა და საქართველოს შორის

2019 წლის 11 ნოემბერს, ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა იმ მეგობრულ და სანდო ურთიერთობებს, რომლებიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის. ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრისას, რომლებიც მოიცავენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელებას, გ.გახარიამ დაუდასტურა მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა საქართველოში მოღვაწე ყაზახ ინვესტორებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ მუშაობას სატრანზიტო და ლოჯისტიკური პროექტების განხორციელებაზე, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებას. მხარეებმა განიხილეს ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და ყაზახური კომპანია „Rompetrol“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ძირითადი მიმართულება, რომლებიც თითქმის 15 წლის განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოს ბაზარზე.

ყაზახმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის ამჟამინდელი მოცულობა არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის პოტენციალს. ამავე დროს ელჩმა ბ. მუხამეჯანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სამგზავრო ნაკადისა დაყაზახეთში მიწოდებული ქართულიღვინისმოცულობის ზრდა. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის მაისში ხელმოწერილი, საგზაო რუქის განხორციელების მდგომარეობა, მიმართული ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. გარდა ამისა, ყაზახეთის საელჩოს დახმარებით შეიქმნა ყაზახურ-ქართული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ბაზარზე ინვესტორების საქმიანობის გაფართოებას.

როგორც ყაზახეთის ელჩმა აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობის განვითარებას განათლების სფეროში. ამ მიზნებისათვის, საქართველოში ორგანიზებულია ვიზიტები ყაზახეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ნაზარბაევის უნივერსიტეტის დელეგაციების მიერ, რომლებმაც პირდაპირი კონტაქტები დაამყარეს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან. შეხვედრა თბილ და საქმიანი გარემოში გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებაზე.


ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

Created at : 11.11.2019, 17:00, Updated at : 11.11.2019, 17:00