ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები.

ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი


ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, არის წრის ფორმის და წარმოადგენს შანირაკის (იურტის ზედა თაღოვანი ნაწილი) გამოსახულებას ცისფერ ფონზე, რომლისგანაც მზის სხივების სახით ყველა მიმართულებით იშლება უიკები (საყრდენები). შანირაკის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია მითიური ფრთოსანი რაშების გამოსახულება. ზედა ნაწილში განლაგებულია მოცულობითი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ქვედა ნაწილში კი - წარწერა „ყაზახეთი“. ვარსკვლავის, შანირაკის, უიკების, მითიური ფრთოსანი რაშების გამოსახულებები, აგრეთვე წარწერა „ყაზახეთი“ ოქროსფერია.

ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა

ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა - მართკუთხა ტილო ცისფერი ფერის, ცენტრში მზის გამოსახულებით, რომლის ქვეშაც მონავარდე სტების არწივია. დროშის ტართან - ვერტიკალური ზოლი ნაციონალური ორნამენტით. მზის, სხივების, არწივისა და ორნამენტის გამოსახულება ოქროსფერია. დროშის სიგანის შეფარდება მის სიგრძესთან 1:2.


ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი

Created at : 11.04.2017, 15:30, Updated at : 10.12.2018, 18:05